Ⴀ – არს ხმოვანი ასო, დადებული თავად ყოველთა ენათა ანბანსა შინა. Ⴕართულად ასოსა ამას ზედა ქარაგმიანნი ლექსნი არიან ესენი: ა~დ – არამედ; ა~ნ – ამინ.
Ⴀმას ასოსა ზედა არიან ორნი მარცვალნი ზედდადებულნი ზმნათანი: აღ, აღმო; მდაბიურად: ა, ამო. Ⴅითარ: აღვალ, აღმოვალ; აღვსწერ, აღმოვსწერ. Ⴂინა: ავალ, ამოვალ; ავსწერ, ამოვსწერ, არამედ სახელზმნათა შინა უკეთუ იპოვნების სხვა ღ, მაშინცა პირველი ღ სრულიად დაიტევების. Ⴋაგალითად: აღება (აღვიღებ), აღელვება (აღვაღელვებ), ამაღლება (აღვამაღლებ) და არა აღღება, აღღელვება, ანუ აღმაღლება და სხ. Ⴉუალად ითქმის: აექჳნ, აუარებდით ნაცულად აღექჳნ, აღუარებდით და სხ.
Ⴀ ბოლოდ სახელთა ხმარებული შესცულის მათ:
1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფე – მეფა, ჭაბუკი – ჭაბუკა, იგი – იგია და სხ.
2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაცხებითად, უფრორე სათჳითოთა სახელთა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარდალი, Ⴑოლომონ მდივანბეგი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მეფე, Ⴋარიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხოლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑოლომონა ხაბაზი, Ⴇამარადალალი, Ⴋარიამამექათმე და სხ. Ⴀრიან კნინობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რაოდენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რათა ასოჲთა განირჩეოდენ ნიადაგ მდედრობითნი სახელნი.
1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფე – მეფა, ჭაბუკი – ჭაბუკა, იგი – იგია და სხ.
2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაცხებითად, უფრორე სათჳითოთა სახელთა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარდალი, Ⴑოლომონ მდივანბეგი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მეფე, Ⴋარიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხოლო